სოციალურ მეცნიერებათა სკოლის (ფაკულტეტის) ვიდეო ლექციები » ქართული უნივერსიტეტი
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის (ფაკულტეტის) ვიდეო ლექციები

სოციალურ მეცნიერებათა და სამარტალმცოდნეობის დეკანი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილისსაჯარო ლექცია ილია ჭავჭავაძის აუდიტორიაში. თემა-”ეგზისტენციალური გეშტალტ თერაპია”. ძირითადი თემები:1.გეშტალტ თერაპია-ტერმინის განსაზღვრება.2.ვინ საჭიროებს გეშტალტ თერაპიას.3.კონტაქტის ცნება გეშტალტ თერაპიაში. 4. დროისა და სივრცის გაგება გეშტალტ თერაპიაში. 5. პიროვნული ზრდა გეშტალტ თერაპიაში.6.გეშტალტ თერაპიის ტექნიკა.7. გეშტალტ თერაპია საქართველოში. 

პროფ. მაია კალანდარიშვილი; ლექციის თემა:  „განწყობის კოგნიტური ასპექტები --პერცეპცია“; ლექციაში განხილულია დიდ ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიის“  საფუძველზე აღქმის ( პერცეპცია) პროცესების ფსიქოლოგიური რეგულაციის მექნიზმები.  ჩამოყალიბებულია  განწყობის თეორიის ძირითადი პოსტულატები და განწყობის  ფორმირების ფაქტორები.    ფორმულირებულია განწყობის ფსიქოლოგიის უპირატესობა  აღქმის მექნიზმების ამხსნელ ტრადიციულ მიმდინარეობებთან (კოგნიტური ფსიქოლოგია, გეშტალტფსიქოლოგია)  შედარებით. მოყვანილია თანამედროვე ექსპერიმენტული მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გეშტალტფსიქოლოგიის  ძირითადი კანონების ( პრეგნანტობა , ამოდალური დასრულება, რეგულარობის ტენდენცია)   რღვევას ფიქირებული განწყობის  კანონების საფუძველზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • დ. უზნაძე     „ განწყობის ფსიქოლოგია“ , თბილისი, 2004
  • შ, ნადირაშვილი   „განწყობის ფსიქოლოგია“ , თბილისი 1983
  • მ. კალანდარიშვილი  „განწყობის მაანტიფიცირებელი მოქმედება ფიგურის გეშტალტის შექმნაში“, თბილისი  2010

 

სოციალურ მეცნიერებათა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი კითხულობს ლექციას ”განწყობის ანთროპული თეორია”. ეს თეორია ახალ ექსპერიმენტულ  მონაცემებზე დაყრდნობით ანვითარებს ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ტრადიციას. ლექციაში ავტორი ანვითარებს თემებს: განწყობის ფსიქოლოგიის საფუძვლები, სიტუაციური და დისპოზიციური განწყობა, განწყობათა განვითარების დონეები, პოზიციური და ანალიზური აზროვნება, თავისუფლების ფენომენი განწყობის თვალსაზრისით. საჯარო ლექცია ჩაწერილია ქართულ უნივერსიტეტში 2014 წლის 4 აპრილს.

ფსიქოლოგიის დოქტორი, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივრსიტეტის; ასოცირებული პროფესორი თეა გოგოტიშვილი. ლექციის თემა: "პიროვნებაზე ცენტრირებული ფსიქოთერაპია".  ძირითადი საკითხები: 1) პიროვნებაზე ცენტრირებული ფსიქოთერაპიის წარმოშობა. 2) ისტორიული წანამძღვრები 3) კარლ როჯერსის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები 4) ადამიანის გაგება ჰუმანისტურ ფსიოქოგიაში 5) კლიენტზე ცენტრირებული ფსიქოთერაპიის ძირითადი პოსტულატები 6) პიროვნებაზე ცენტრირებული ფსიქოთერაპიის ტექნიკის ძირითადი ასპექტები 7) კარლ როჯერსის შრომები

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები