სტუდენტური თვითმმართველობა » ქართული უნივერსიტეტი
სტუდენტური თვითმმართველობა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის უნივერსიტეტის სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო - ეს არის ენთუზიაზმითა და მოტივაციით სავსე ახალგაზრდების  ჯგუფი, რომელთა მთავარი მიზანი სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებაა. ქართული უნივერსიტეტის მოკლე ისტორიის მანძილზე  დღეს უნივერსიტეტს სტუდენტური თვითმმართველობის მეხუთედ განახლებული შემადგენლობა ჰყავს.

ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2016 წლის 20 ოქტომბერს  ჩატარდა. არჩევნების შედეგების საფუძველზე თვითმმართველობის რიგებს  თითოეული ფაკულტეტიდან 3-3 სტუდენტი შეუერთდა.  

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტი:

თათა ქუტიძე -112 ხმა

ლევან ლაგვილავა  - 61 ხმა

გიორგი შაბურიშვილი - 46 ხმა

ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტი:

შოთა ლეკვეიშვილი - 25 ხმა

ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:

ერეკლე კუპრაშვილი - 12 ხმა

მარიამ ბარათელი - 6 ხმა

ნიკოლოზ ჩაჩავა - 3 ხმა

სოციალურ მეცნირებათა ფაკულტეტი: 

ილია დუნდუა - 58 ხმა

საბა ამანათაშვილი - 32 ხმა

სოსო კესარელი - 11 ხმა

 

სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებია:

  1. უნივერსიტეტის მისიის შესაბამისად ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტებში ეროვნული, ქრისტიანული, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებას, მათში ქართული სახელმწიფოებრიობის, ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული ფასეულობების განვითარებას;
  2. ხელი შეუწყოს საუნივერსიტეტო სტუდენტური ცხოვრების განვითარებას;
  3. დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი  აზროვნების  ჩამოყალიბებაში;
  4. ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტების ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში;
  5. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს სტუდენტებს, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  პრაქტიკულ რეალიზებაში, პროფესიული უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბებაში;
  6. უზრუნველყოს სტუდენტების მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვაში;
  7. ურთიერთოებები დაამყარონ ან/და გააღრმავონ  სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან;
  8. სტუდენტური თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში მიაწოდონ სტუდენტებს ყველა საჭირო ინფორმაცია და მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ უნივერსიტეტში ახლადმოსული სტუდენტების ინტეგრირების პროცესში;
  9. ფორმალურთან ერთად დაეხმარონ სტუდენტებს არაფორმალური განათლების მიღებაში;
  10. ხელი შეუწყონ სამოქალაქოდ აქტიური, ჯანსაღი კარიერული მისწრაფების მქონე სტუდენტების ჩართულობას თანამედროვე საზოგადოებაში და მიმდინარე პროცესებში.
2016 წლის 20 ოქტომბერს 
ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები