ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის (ფაკულტეტის) ვიდეო ლექციები » ქართული უნივერსიტეტი
ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის (ფაკულტეტის) ვიდეო ლექციები

პროფესორი ივანე წერეთელი - ლექციის თემა "ტოპოლოგია"; ვიდეო ლექციაში საუბარია თანამედროვე მათემატიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგზე - ტოპოლოგიაზე. კერძოდ, გადმოცემულია მოკლე პრეისტორია და ის ძირითადი იდეები, რომლებზე დაყრდნობითაც ტოპოლოგია ჩამოყალიბდა.

 

ლექცია #2. პროფესორი გიორგი მაქაცარია. ლექციის თემა: "ლიუვილის თეორემისა და მისი ზოგიერთი გამოყენების შესახებ". ფიზიკა მატემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გიორგი მაქაცარია. ლექციის თემა: ლიუვილის თეორემისა და მისი ზოგიერთი გამოყენების შესახებ. ლექცია შეეხება კომპლექსური ანალიზის უმნიშვნელოვანეს თეორემას მთელი, არამუდმივი, შემოსაზღვრული ფუნქციების არარსებობის შესახებ. აგრეთვე განიხილება აღნიშნული თეორემის ზოგიერთი გამოყენება.

 

ლექცია #3. პროფესორი გიორგი მაქაცარია ლექციის თემა: "მათემატიკური ანალიზის ზოგიერთი თეორემა". ლექცია შეეხება მათემატიკური ანალიზის ზოგიერთ თეორემას, რომელთაც აერთიანებთ ერთგვარი ინტერპრეტაცია.

ლექცია #3. პროფესორი ჰამლეტ მელაძე. ლექციის თემა: მათემატიკური და კომპიუტერული მოდელის აგება

მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება წარმოადგენს მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეთოდს. ლექციათა ციკლში მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან (კრიმინალისტიკა, ეკოლოგია, ფიზიკა, ეკონომიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები) განხილული უმარტივესი მაგალითების საშუალებით გადმოცემულია ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ამა თუ იმ მოვლენის მათემატიკური და კომპიუტერული მოდელის აგებას.

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები