ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლის (ფაკულტეტის) ვიდეო ლექციები » ქართული უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლის (ფაკულტეტის) ვიდეო ლექციები

ლექცია #1. პროფესორი ნიკო კვარაცხელია. ლექციის თემა: კარიერის პერსპექტივები ტურიზმის ბიზნესში“. ლექციაში განხილულია საკთხები: ტურიზმის რაობა; მისი განვითარების ტენდენციები თანამედროვე მსოფლიოში; ტურიზმის განვითარება საქართველოში; ტურიზმი, როგორც სპეციალობა და მისი დაუფლების შესაძლებლობები. როგორც 2010-2012 წლების სტატისტიკა აჩვენებს, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების უდიდესი ნაწილი ივლისსა და აგვისტოში ჩამოდის. ჩამოსულ ტურისტთა  76%  შეადგენენ ვიზიტორები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. საქართველოში 26 უნივერსიტეტი ამზადებს სპეციალისტებს ტურიზმის სფეროსთვის. მ.წ. უნივერსიტეტების მიერ გაკეთებული იყო განაცხადი 3000 სტუდენტზე. 26 უნივერსიტეტში ჩარიცხულ იქნა 2688  სტუდენტი. ტურიზმის სპეციალობის სტუდენტების უპირატესობებია: დასაქმების ყველაზე მეტი შესაძლებლობა; დარგობრივი სპეციალიზაციების ფართო არჩევანი; ერუდიციის ამაღლების მეტი შესაძლებლობა; კარიერული ზრდის უპირატესი შესაძლებლობები; კომუნიკაცია უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებთან სამშობლოს პოპულარიზაციის შესაძლებლობა; 

 

ლექცია #2. პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი. ლექციის თემა: „ბიზნესის მაკროეკონიკური გარემო“. ლექციაში საუბარია მაკროეკონომიკის ძირითად ელემენტებზე: ეკონომიკური ზრდის ტემპზე, ინფლაციაზე, საპროცენტო განაკვეთზე, ასევე ვალუტის გაცვლითი კურსის მნიშვნელობაზე და მათ ზემოქმედებაზე ბიზნესის განვითარებაზე. თანამედროვე პირობებში გაიზარდა მაკროეკონომიკური საფრთხეები, რომელიც ბიზნესის ციკლის ხანგრძლიობას და ტემპებს განსაზღვრავს. ეკონომიკურ საქმიანობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად მზად არიან მეწარმეები მოქნილად და რაციონალურად მართონ საწარმო მაკროეკონომიკური რყევების უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.

 

ლექცია #3. პროფესორი მიხეილ ჯიბუტი. ლექციის თემა: ”ეკონომიკსის შესავალი.” ლექცია ეხება ეკონომიკსის საგნის რაობას , მის ადგილს ზოგადად მეცნიერებათა სისტემაში. საუბარია ეკონომიკური აზროვნების თავისებურებებზე, ეკონომიკსის პრაქტიკულ,შემეცნებით და პაქტიკულ მნიშვნელობაზე.ლექცია წარმოადგენს შესავალს. ეკონომიკსის კურსის შესწავლისათვის .

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები