სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი, ილია მეორის აღსაყდრების 41-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა » განცხადებები » ქართული უნივერსიტეტი
განცხადებები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი, ილია მეორის აღსაყდრების 41-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა

2018 წლის 24 დეკემბერს, 12:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება სხდომა, რომელიც ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი, ილია მეორის აღსაყდრების 41-ე წლისთავს.

დღის წესრიგი

  1. შესავალი სიტყვა - ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე;
  2. "უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე და ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი და ეკლესიური ცნობიერების პრობლემები." - ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე;
  3. "უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე და განათლების საკითხები." - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ჯიქია;
  4. პროფესორი ეკა დუღაშვილი - „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ავტორიტეტი“
  5. "ჩემი თვალით დანახული ერის სულიერი წინამძღოლი." - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონალური პროცესების მიმართულების სტუდენტი ლევან თაღიაშვილი.

დასწრება თავისუფალია.

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები