წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე » სიახლეები » ქართული უნივერსიტეტი
სიახლეები

წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი ანდრია პირველწოდებულის სახელს ატარებს. ანდრია პირველწოდებულის ღვაწლით მოეფინა საქართველოს ქრისტეს ნათელი და ამიტომაც უდიდესი სიყვარულით, კრძალვით და მოწიწებით არის მისდამი განწყობილი ჩვენი ქვეყანა. მისდამი სათაყვანებელ თარიღებსაც რამდენჯერმე აღვნიშნავათ. ქართული უნივერსიტეტის სახელწოდება და ანდრია პირველწოდებულის სახელობის სტიპენდიაც, რომელიც ყოველმხრივ ღირსეულ სტუდენტს ენიშნება, ანდრია მოციქულისადმი გამორჩეულ დამოკიდებულებას აღნიშნავს.
13 დეკემბერს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ხსენების დღეს ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წმინდანისადმი მიძღვნილი სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. ბატონმა რექტორმა განსაკუთრებულად მიულოცა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლებს ეს დღე და წმინდანის მოციქულებრივ ღვაწლზე ისაუბრა.
სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: „წმიდა ანდრია პირველწოდებული“ - ისტორიის დოქტორი გვანცა ბურდული, „წმიდა ანდრია პირველწოდებულის გზა“ - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის მიმართულების სტუდენტი შოთა მუმლაძე. წმიდა ანდრია პირველწოდებულის დიდ აჭარაში შემოსვლის და იქ არსედბულ ეტიმოლოგიებზე ისაუბრა ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ.

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები