წიგნის „რელიგიური ტურიზმი“ წარდგინება » სიახლეები » ქართული უნივერსიტეტი
სიახლეები

წიგნის „რელიგიური ტურიზმი“ წარდგინება

4 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესორ ნოდარ გრძელიშვილის წიგნის „რელიგიური ტურიზმი“ წარდგინება.

წარდგინება შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა წარმოდგენილი წიგნის მნიშვნელობას საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარების საქმეში და გულისტკივილით აღნიშნა, რომ მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს ჯგუფს თან მოჰყვებიან გიდები, რომლებიც ხშირშემთხვევაში დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან მათ. სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ ვითარების გამოსწორება. ასევე უნდა გამოიცეს ბუკლეტები, რომელშიც სხვადასხვა კონფესიების ტურისტების ინტერესების სფერო იქნება გათვალისწინებული.

წიგნის წარდგინებაზე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები: კონსტანტინე აბულაძე,  ნიკო კვარაცხელია, ვალერი მოდებაძე.

წიგნის ავტორმა პროფესორმა ნოდარ გრძელიშვილმა ვრცლად ისაუბრა წიგნში განხილულ შემდეგ საკითხებზე: რელიგიური ტურიზმის ევოლუცია, მომლოცველობის ისტორიული ასპექტები, რელიგიური ტურიზმის გეოგრაფია, რელიგიური ტურიზმის სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა, რელიგიური ტურიზმის სამართლებრივი ასპექტები, რელიგიური ტურიზმი და კულტურა, რელიგიური ტურიზმი სხვადასხვა რელიგიებში, რელიგიური ტურიზმის გავლენა რეგიონის განვითარებაზე, რელიგიური ტურიზმის უნიკალური შესაძლებლობები საქართველოში.


ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები