მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამა » ქართული უნივერსიტეტი
მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამა

  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
  • კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS კრედიტი
  • პროგრამის ხელმძღვანელი: ზურაბ ბერია;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: 577315594; zurabberia@gmail.com

მასწავლებლობის მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისწავლონ სრულიად უფასოდ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, პროგრამაზე ჩარიცხული 30 პირი ისარგებლებს სახელმწიფო გრანტით და სრულად დაუფინანსდება სწავლა. 

პროგრამის კურსდამთავრებული მოიპოვებს მასწავლებლის სერთიფიკატს და მასწავლებლად დასაქმების უფლებას შემდეგი საგნობრივი მიმართულებებით:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური) 

პროგრამის ლექტორებად მოწვეულნი არიან საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები, ზოგადი პედაგოგიური მეთოდოლოგიის და საგნობრივი მიმართულების ექსპერტ-კონსულტანტები, რომლებიც მასწავლებელთა სახლის პროექტის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოში მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადების პროგრამას;

დასაქმებული სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია მაქსიმალურად მოქნილი სასწავლო გრაფიკი;

პროგრამა გთავაზობთ მრავალფეროვან სასკოლო პრაქტიკას  სხვადასხვა პროფილის სკოლებში;

უნივერსიტეტს აქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე, რეალური და ვირტუალური ლაბორატორიები;

საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ერონული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარების შემდეგ კონკურსანტი აბარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას გასაუბრების სახით, რომლის საკითხები და შეფასების კრიტერიუმები გამოცდამდე გონივრული ვადით ადრე ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

გასაუბრებაზე კონკურსანტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მოტივაცია;
  • ესგ-ს ცოდნა შესაბამისი საგნობრივი მიმართულებით;
  • გამოცდილება;
  • სიახლეებისადმი მზაობა და მიმღებლობა;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
  • დამატებითი კრიტერიუმი თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში: საგნობრივი გამოცდის შეფასება (%)

პროგრამაზე მიღების პროცედურები და ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:

  • პროგრამაზე აპლიკანტთა რეგისტრაციის და გასაუბრების ვადები:  2018 წლის 18 სექტემბერი - 22 სექტემბერი 
  • შედეგების გამოცხადება და აპლიკანტებთან ხელშეკრულების გაფორმება - 24-25 სექტემბერი
  • პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემა - 26 სექტემბერი

რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი შესაბამისი დანართით) ასლი;
  • შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • 2 ფოტოსურათი (3x4) და შესაბამისი ელექტრონული ვერსია, CD-ზე ჩაწერილი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის).

პროგრამაზე სწავლის მსურველებს, გთხოვთ, მობრძანდეთ უნივერსიტეტში 18-22 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე (ქართული უნივერსიტეტის I კორპ. აუდიტორია #312; მის.: ი. ჭავჭავაძის 53ა)

ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია სპეციალური ფორმის საშუალებით, რომელიც არაუმეტეს ერთ წუთს საჭიროებს. (ბმული) ან დაგვიკავშირდეთ: 577315594, პროგრამის ხელმძღვანელი ზურაბ ბერია.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ დაგიკავშირდებათ უნივერსიტეტის თანამშრომელი, და შეგითანხმებთ თქვენთვის ხელსაყრელ გასაუბრების დროს. 

მასწავლებელთა მომზადების ერთწლიან პროგრამაზე რეგისტრირებულ მსმენელთა გასაუბრების და ჩარიცხვის შედეგები (ვრცლად)

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები