სტუდენტის შეფასების სისტემის გზამკვლევი » ქართული უნივერსიტეტი
სტუდენტის შეფასების სისტემის გზამკვლევი

მოგესალმებით ძვირფასო სტუდენტებო,

2017 წლის თებერვალში უნივერსიტეტმა მოახდინა შეფასების სისტემის დახვეწა.

ამ დოკუმენტში შეფასების სისტემის აღწერასთან ერთად, გთავაზობთ ხშირად დასმად შეკითხვებს და მათ პასუხებს, რაც, ვფიქრობთ, რომ დიდ დროს დაგიზოგავთ.

ქვემოთ მოყვანილია შეფასების სიტემის აღწერა.

სტუდენტის მიღწევები ფასდება 100-ქულიანი სისტემით.

სასწავლო კურსის საბოლოო შეფასების ქულა მიიღება შუალედური და დასკვნითი შეფასებების ქულათა შეკრებით.

შუალედური შეფასების ქულა - მიიღება პერიოდული (ყოველკვირეული ან ყოველორკვირეული) გამოკითხვის ქულის, პრეზენტაციის/რეფერატის/საკურსო პროექტის შეფასების ქულის და შუალედური გამოცდის ქულის შეკრებით და მაქსიმუმ 60 ქულას მოიცავს. დასკვნით გამოცდაზე დასაშვებად სავალდებულოა 20 ქულის მიღება.

  • პერიოდული (ყოველკვირეული ან ყოველორკვირეული) გამოკითხვა ჯამში ფასდება მაქსიმუმ 20 ქულით. 8 ქულის მიღება არის აუცილებელი ამ კომპონენტის ჩასაბარებლად.
  • პრეზენტაცია/რეფერატი/საკურსო ნაშრომი ფასდება მაქსიმუმ 10 ქულით. 4 ქულის მიღება არის აუცილებელი ამ კომპონენტის ჩასაბარებლად.
  • შუალედური გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 30 ქულით, 8 ქულის მიღება არის აუცილებელი გამოცდის ჩასაბარებლად. შუალედური გამოცდის გადაბარება არ ხდება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელთა შესახებაც ინდივიდუალური წესით შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება).

დასკვნითი შეფასების ქულა არის დასკვნითი გამოცდის შეფასების შედეგად მიღებული ქულა. დასკვნითი გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 40 ქულით, მინიმუმ 21 ქულის მიღება არის აუცილებელი გამოცდის ჩასაბარებლად. დასკვნითი გამოცდის ჩაბარება არის აუცილებელი. დასკვნითი გამოცდის გადაბარება შეიძლება უსასყიდლოდ, თუ შუალედური და დასკვნითი შეფასებების ქულათა ჯამი არის 41-50.

ხშირად დასმადი კითხვები (ვრცლად)

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები